მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს გზავნილისთვის, რომელიც მან "ტვიტერზე" გუშინ, ჯანდაცვის მსოფლიო დღეს, განათავსა.
"მადლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ქართველი ხალხის და განსაკუთრებით, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის.
ერთად COVID-19-ის წინააღმდეგ!" - წერს ტედროს გებრეიესუსი "ტვიტერზე".
გიორგი გახარიამ გუშინ "ტვიტერზე" ქართველ ხალხსა და მსოფლიოს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატივისცემა გამოხატა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ყველა იმ პირისადმი, ვინც "უხილავ მტერს, კორონავირუსს, გმირულად ებრძვის".