18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
COVID-19-სგან განკურნებული 52 პირიდან 38 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან 52 პაციენტი განიკურნა. აქედან ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო 38. ეზუგბაიას თქმით, რამდენიმე პირს ტესტირება გაუკეთდა, შემდგომი ტესტირებისას უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ისინიც გამოჯანმრთელებულთა რიცხვს შეუერთდებიან.

დღის ამბები