თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 62 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, წინასწარი ინფორმაციით, ინფექციის პირველწყარო მისი შვილია, რომელიც მოლარედ მუშაობდა.
"პაციენტი ხანდაზმულია, მრავალი თანმხლები პათოლოგიით, ჩვენი კლინიკიდან გადაყვანილი იქნება შესაბამის კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების მიზნით. პაციენტის შვილი არის მოლარე, სავარაუდოდ პირველწყარო ეს უნდა ყოფილიყო, რომელსაც ერთი კვირის წინ აღენიშნებოდა ტემპერატურული რეაქციები და მშრალი ხველა," - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ.