11 სექტემბერი 2026,   01:03
ვრცლად
ახალციხის ბაზრის დირექტორი ეროვნული სააგენტოდან გახსნის შესახებ პასუხს ელოდება - ბაზარი 29 მარტის შემდეგ დახურულია

ახალციხის სავაჭრო ცენტრში დღეს მუშაობა მხოლოდ მაღაზიებმა განაახლეს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარს დეზინფექცია უტარდება, შესასვლელებში დეზობარიერები განთავსდა და დახლებიც დისტანციის მიხედვით განლაგდა, სურსათის ეროვნული სააგენტოდან გახსნის შესახებ დასტურის პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ცენტრის დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული სააგენტოდან გახსნის შესახებ პასუხს ყოველდღე ელოდებიან.

ბაზრის დახურვის გამო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მალფუჭებადი პროდუქტის გამყიდველები აღმოჩნდნენ.

ახალციხის ბაზარი კვირაზე მეტია დახურულია. ხალხმრავლობის გამო 29 მარტს, ახალციხის სავაჭრო ცენტრი 15 ათასი ლარით დაჯარიმდა.

დღის ამბები