საქართველოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ამ ეტაპზე COVID-19 ქვეყანაში 252 ადამიანს აქვს დადასტურებული. გარდაცვლილია 3.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4925, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 401 ადამიანი რჩება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.