11 სექტემბერი 2026,   00:23
ვრცლად
ქობულეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღის ბოლოს დაინფიცირებულთა რიცხვს 5 დაემატა. მათ შორის ორი ბავშვია.

"5 ახალი შემთხვევიდან 2 არის ბავშვი, ერთ წლამდე და ათ წლამდე. ორივე გადაყვანილია თბილისში. 25 დადასტურებული შემთცვებიდან მოძიებულია პირველი და მეორე რიგის 355-ზე მეტი კონტაქტირებული პირი, რომელზეც მკაცრი თვითიზოლაციიის წესები არის დაწესებული," - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ე.წ. წითელ ზონაში, რომელიც ოთხ სოფელს აერთიანებს - გრძელდება ინტენსიური თერმოსკრინინგი. ამ ეტაპზე 11 000 მოსახლიდან 2 000-სს სიცხე უკვე გაუზომეს. გამოვლინდა 13 საეჭვო შემთხვევა. ყველა მათგანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არის. ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს 4 პირის პასუხები უნდა გახდეს ცნობილი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

  

დღის ამბები