ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი ინფიცირებული პაციენტის ტესტის პირველი პასუხი უარყოფითია.
პაციენტს, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, განმეორებით ანალიზს ხვალ აუღებენ. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, განიკურნა თუ არა რეგიონის ნომერ მეორე პაციენტი კორონავირუსისგან.
ოკუპირებული აფხაზეთიდან შუახნის ქალი რუსეთში მოგზაურობის ისტორიით, 29 მარტს გადმოიყვანეს, მას covid -19 30 მარტს დაუდგინდა. უკვე სრულადაა გამოჯანმრთელებული 67 წლის მამაკაციც. სამეგრელოში პირველი ინფიცირებული საავადმყოფოდან გაეწერა და თვითიზოლაციაში გადავიდა.
ასევე, covid უარყოფითია რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული ახალგაზრდა ქალის ანალიზის პასუხიც. პაციენტმა ბავშვი საკესრო კვეთით გააჩინა, რის შემდეგაც მას პნევმონია დაუდგინდა.