აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი იზრდება. ბარელის ღირებულებამ 97 დოლარიან ნიშნულს მიაღწია.
მედია საწვავის ფასების ზრდას თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეიარაღებული დაპირისპირების განახლებას უკავშირებს. ცნობილია, რომ აშშ ირანული პორტების ბლოკადას განაგრძობს, ირანი კი მსოფლიოს მთავარი ენერგეტიკული დერეფნის - ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილების შეფერხებას ცდილობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა სამ ირანულ ტანკერს დაარტყეს, ირანმა კი საუდის არაბეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე განახორციელა თავდასხმა.