საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზინობიანი-ჭიკაანი-გავაზის საავტომობილო გზის კმ1-კმ12.7 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია და სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაციას. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 30.7 მლნ. ლარამდეა.