08 სექტემბერი 2026,   14:38
ვრცლად
პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ბათუმში, მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა", - წერია უწყების განცხადებაში.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღის ამბები