11 სექტემბერი 2026,   04:25
ვრცლად
ქუთაისსა და ზესტაფონში სააღდგომოდ სასაფლაოები რამდენიმე დღით დაიკეტება

ქუთაისსა და ზესტაფონში სააღდგომოდ სასაფლაოები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით დაიკეტება - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, გამკაცრდება კონტროლი, რათა უსაფრთხოება დაცული იყოს. 

"დიდი ქალაქების - ქუთაისის და ზესტაფონის - სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება - კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია," - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, 15 აპრილის 21.00 საათიდან ქუთაისი და 3 დიდი ქალაქი 10 დღით დაიკეტება

დღის ამბები