ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის სასაფლაოები დაიკეტება.
"სამივე დიდ ქალაქში სასაფლაოები დაიხურება და გაიღება მხოლოდ დღესასწაულების შემდეგ, როცა იქნება უსაფრთხო, მაშინ გავაღებთ" - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, საუბარი არ არის სხვა მუნიციპალიტეტებისა და სოფლების სასაფლაოების დახურვაზე.
მხარის რწმუნებულმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გაითვალისწინონ მედიკოსების რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.