21 იანვარი 2025,   18:08
ვრცლად
ჩვენ მსოფლიო მასშტაბის განსაცდელებიდან ყველაზე მეტი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - მიტროპოლიტი იობი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა დღევანდელი ქადაგებისას ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გააკრიტიკა.

      ტაძარში, სადაც მიტროპოლიტმა იობმა იქადაგა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციის წესები და ამ წესების დაცვისკენ მრევლისთვის არავის მოუწოდებია. 

      "მსოფლიო ორომტრიალში, ამ ქაოსში, ძალიან ბევრი დაექვემდებარა ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მსოფლიო გადაწყვეტილებებს და ჩვენ აი ამ მსოფლიო მასშტაბის განსაცდელებიდან ყველაზე მეტი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოდის არაეკლესიური ადამიანი, ეს ეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ეხება სამედიცინო მუშაკებს და მტკიცედ იცავს დადგენილებებს, რასაც მსოფლიო გვთავაზობს. იმდენად ქაოსია დღევანდელ მდგომარეობაში, რომ სწორი დასკვნის გაკეთება მხოლოდ სულიწმინდის მატარებელ ადამიანს შეუძლია,"- განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა.