ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი ტარდება. შეზღუდვის გამო, ტაძარში მრევლი ფეხით მივიდა, სასულიერო პირები კი ავტომობილებით.
მოქალაქეების თქმით, ფეხით გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს და აპირებენ აღდგომასაც დაესწრონ წირვა-ლოცვას.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი ტაძარში ცოტა ხნის წინ მივიდა, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.