18 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
თავდაცვის ძალებმა პოლიციასთან ერთად გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა

გამკაცრებული შეზღუდვების შემდეგ, საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ფუნქციური დატვირთვა შეეცვალათ. თავდაცვის ძალებმა პოლიციასთან ერთად, გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა.

საავტომობილო გზებზე მიმოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო, პირველადი სამედიცინო და საბანკო ავტომობილების გადაადგილებაზე.

სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ სატვირთო და სასურსათო ავტომანქანებს, მათ მძღოლებს კი თერმოსკრინინგი უტარდებათ. სამართალდამცავებთან კოორდინაციით, სხვადასხვა რეგიონში, დამატებითი გამშვები პუნქტები შეიქმნა.

"აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ლოჯისტიკურ, პირველადი სამედიცინო, საბანკო და სადისტრიბუციო ავტოტექნიკაზე. საგუშაგოებზე სამხედროები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების თერმოსკრინინგს და ავტოტექნიკის დეზინფექციას," - განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა და დასავლეთის სარდლობის დავალებათა ოფიცერმა მამუკა მესხმა.

დღის ამბები