ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში 7 ადამიანის გამოჯანმრთელება დადასტურდა და კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა უკვე 84-ია. აქედან, 50-ზე მეტი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.
"გამოჯანმრთელებული 84-დან 50-ზე მეტი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია," - განაცხადა ეზუგბაიამ.