08 სექტემბერი 2026,   10:04
ვრცლად
იმედს ვიტოვებ, მღვდელმთავრები ტაძრიდან, მოსახლეობა კი ბინიდან ილოცებს საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის - მარეხ ბექაია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ბოლო 2 დღის განმავლობაში 65 კვლევა ჩატარდა და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული.  ამის შესახებ განცხადება ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ გააკეთა. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რომ რეკომენდაციები დაიცვან და სახლში დარჩნენ.

"ქრისტიანული მართლმადიდებელი სამყაროსათვის მნიშვნელოვანი დღეა და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის და მოსახლეობა ბინიდან ილოცებს, როგორც ქართველებისთვის ისე მთელი მსოფლიოსათვის. იმედი მაქვს , რომ ყველანი დარჩებით სახლებში,"  - განაცხადა მარეხ ბექაიამ

 

დღის ამბები