საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 388-მდე გაიზარდა, ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.
მოიმატა გამოჯანმრთელებულების რაოდენობამაც, კორონავირუსისგან 86 ადამიანი განიკურნა.
COVID-19-მა საქართველოში 4 ადამიანი იმსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4 971 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 519