პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პოლიციელმა, რომელმაც უმისამართო ტყვია გაისროლა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
მათიკაშვილის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ექნება შერჩევითობას და გამოძიების ფარგლებში ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადაიდგმება.
"ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული გამოძიების ფარგლებში, რაც გამოიწვევს შესაბამისი დანაშაულის გახსნას. პრინციპში დანაშაული გახსნილია და ყველამ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. ბრალის შესაბამისად შეეფარდება სასჯელი კონკრეტულ პირს, ამიტომ ეს ყველაფერი გადაწყდება უკვე სასამართლოზე," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა