08 სექტემბერი 2026,   20:15
ვრცლად
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კობი-გუდაური ჩაიკეტა. ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აკრძალვა ამ ეტაპზე მხოლოდ კობი-გუდაურის მონაკვეთზე ვრცელდება. მლეთა-გუდაურის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია," - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შეზღუდვებისა ღია იყო ტრანზიტული სატვირთო ავტომობილებისთვის.

დღის ამბები