18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია გაიმართება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია უნდა გაიმართოს, რომელიც კორონავირუსის გამო სტუმრების გარეშე ჩაივლის, მათ შორის არ იქნება არც რუსეთიდან ჩასული დელეგაცია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ცერემონია სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 12:00 საათზე დაიწყება და მას ე.წ. ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ე.წ. ელჩები აფხაზეთში.

ასლან ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანია ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.

დღის ამბები