ლაგოდეხის მოსახლეობა მომავალი კვირიდან კიტრის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას შეძლებს. როგორც კახეთის გუბერნატორმა განაცხადა საბითუმო ბაზარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გაიხსნება და ადგილობრივებს მოსავლის გაყიდვის საშუალება ექნებათ.
ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამასთან, ფერმერებს საშუალება აქვთ, მუნიციპალიტეტებში პროდუქტის გადატანის მიზნით საშვები ყოველდღიურ რეჟიმში მიიღონ.
ლაგოდეხში სეზონზე სულ 10 ათას ტონამდე კიტრის მოსავალს ელოდებიან.