11 სექტემბერი 2026,   04:22
ვრცლად
ღვანკითის მოსახლეობა მთელი სოფლის ტესტირებას მოითხოვს

ღვანკითის ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი "კურიერთან" საუბარში აღნიშნავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც შემდგომ ვირუსი დაუდგინდათ, მთელ სოფელთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ. ადგილობრივები მთელი სოფლის ტესტირებას მოითხოვენ. 

"აუღიათ ანალიზი, თვითიზოლაციაში არის სულ ყველა. მთელ სოფელში, რომ ჩაატარონ საყოველთაო ტესტირება, ყველაზე კარგი მაგი იქნება იმიტომ, რომ ყველამ ერთი მეორე ნახა, აღდგომა იყო და ჯობია, რომ მაინც ყველას თავის დაზღვევის მიზნით, საყოველთაო ტესტი, რაც არის ჩაგვიტარდეს სულ ყველას, მთელი ღვანკითის მოსახლეობას. სიცხესაც ვიზომავთ სულ ყველა, მაგრამ ეს არ კმარა," - აცხადებენ ადგილობრივები.

სოფელ ღვანკითის მაცხოვრებლები გუშინ ადგილობრივ პრობლემებზე საუბრობდნენ, რომელიც საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს ეხებოდა. დღეს, როგორც ცნობილი გახდა, სოფელ ღვანკითში 3 სუპერმარკეტი და ერთი ამბულატორია გაიხსნა, სადაც ადგილობრივებს მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ.  თუმცა ნაწილის თქმით, აღნიშნული სუპერმარკეტები მათი საცხოვრებელი სახლებიდან საკმაოდ შორ მანძილზეა და მათთვის ეს პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებლად რჩება.

დღის ამბები