11 სექტემბერი 2026,   01:06
ვრცლად
დაკავებული სასულიერო პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს

დაკავებული სასულიერო პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მამა დავით აქიაშვილის, იგივე კობა კობაიძის, უფლებადამცველი პროცესზე მოითხოვს, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი პატიმრობიდან ყველანაირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდეს.

თავად სასულიერო პირი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მეუფე იობის შვილობილს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა მამა დავითს მომხდარის გამო პასუხისგება საეკლესიო წესებითაც მოუწევს.

"არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მამა დავითის წინააღმდეგ, რომ მან რაიმე ფორმით ჩაიდინა დანაშაული. მამა დავითი ამ დრომდე ინარჩუნებს დუმილის უფლებას. მას მიაჩნია, რომ იგი არის უკანონოდ დაკავებული. შუამდგომლობას, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებიდან გამომდინარე დავაყენებთ, რომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული," - აცხადებს სასულიერო პირის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

მამა დავით აქიაშვილის, იგივე კობა კობაიძის, უფლებადამცველი პროცესზე მოითხოვს, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი პატიმრობიდან ყველანაირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდეს.

დღის ამბები