11 სექტემბერი 2026,   01:33
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ექიმების გამოკვლევა დღეიდან იწყება

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ექიმების გამოკვლევა დღეიდან იწყება. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ სხვადასხვა რისკჯგუფში შემავალი პირების კვლევაც გაგრძელდება.  

"დღეიდან დავიწყებთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევას და ამას მოჰყვება კიდევ სხვა ეტაპები ანუ იმ რისკ-ჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით, კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა," - აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.  

რაც შეეხება უკვე ჩატარებულ გამოკვლევებს, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID-19-ზე კვლევა გუშინ ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებში მოთავსებული, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი 13 პირის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა და ცამეტივე პასუხი Covid უარყოფითია.

დღის ამბები