მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ადვოკატი დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულებს. გასაჩივრდება თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დავით ცინარიძემ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა, რასაც ადვოკატი უარყოფს.
ნასვამმა და შეიარაღებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა მომხდარი კორონავირუსს და იზოლაციას დააბრალა და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
წინასწარი პატიმრობა დავით ცინარიძეს გუშინ შეეფარდა.