ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 207 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განაცხადებით, ანალიზები იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან იყო გაგზავნილი. მათ შორის 20 მედპერსონალი.
ანალიზებს შორის ექვსი წყალტუბოში დასუფთავების სამსახურის დაინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტებია. ამ დროისთვის წყალტუბოში თვითიზოლაციაში 20-მდე პირი იმყოფება, კარანტინში კი 12 ადამიანი. მათ შორის შვიდი 62 წლის მამაკაცის თანამშრომელია, ხუთი კი ოჯახის წევრი.
ეპიდემიოლოგები კონტაქტების და დაინფიცირების პირველწყაროს კვლევას აგრძელებენ.