18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
რამდენად იცავს სასწრაფო ექიმს სპეციალური აღჭურვილობა კორონავირუსისგან - ამირან გოგიტიძე მოქალაქეებს მოუწოდებს სიმპტომები არ დამალონ

რამდენად უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების უსაფრთხოებას ის აღჭურვილობა, რომლითაც ისინი კორონავირუსის პანდემიის პირობებში  გამოძახებებზე გადიან და აღჭურვილობის რა მარაგია ქვეყნის მასშტაბით. ამ თემაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ  "დღის კურიერის"ეთერში ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ინდივიდუალური საშუალებების გამოყენება მოხდეს იმ შემთხვევებზე, რაც განიხილება საეჭვო შემთხვევებად.  ვინაიდან იცით, რომ პაციენტების გარკვეული ჯგუფი მალავდა სიმპტომებს და ექიმებს უწევდათ პირისპირ შეჯახება, ისეთ ფაქტებთან რომ სიმპტომი მიანიშნებს კორონავირუსზე, ამ რისკის გადაზღვევის მიზნით ჩვენ ვუზრუნველყავით ის, რომ  ყველა გამოძახებაზე პერსონალს აქვს შესაბამისი ეკიპირება, სტანდარტულად რა დამცავი საშუალებებიც უნდა ეკეთოს, ხოლო როდესაც წინასწარ არის ინფორმირებული, ხდება უფრო მაღალი დაცვის საშუალებების გამოყენება. რაც შეეხება მარაგებს, ჩვენ დაწყების დღიდანვე გვქონდა შესაბამისი მარაგები და ამოწურვა ან შეფერხებით მიწოდება არ მომხდარა, მარაგების კუთხით პრობლემები არ გვაქვს," - განაცხადა გოგიტიძემ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობითაც არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ აფიქსირებენ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან სიმპტომებს. გოგიტიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დამალონ სიმპტომები, რადგან კორონავირუსი სტიგმა არაა და ამით ისინი სამედიცონო პერსონალსაც დაიცავენ დაინფიცირებისგან.

დღის ამბები