18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მეორე რიგში - მატერიალური წახალისების კუთხით - ლაშა კილაძე 

კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების მიერ გაკეთებულ მიმართვას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი "დღის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. ლაშა კილაძის თქმით, ის იზიარებს ამ მოთხოვნის პათოსს და აცხადებს, რომ მედპერსონალი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და ადეკვატურად დაფასებული:

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სახელმწიფო ამ მხრივ ძალისხმევას არ იშურებს და ვეთანხმები მიმართვას იმ კუთხით, რომ ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზეა და მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს არსებული რესურსების ფარგლებში, პირველ რიგში მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და მეორე რიგში მატერიალური წახალისების კუთხით. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ადამიანები არა რაღაც მერკანტილური და ფინანსური ინტერესების გამო ამ ტალღაზე, არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ისინი არიან ჭეშმარიტი პროფესიონალები, ექიმები და დგანან იქ სადაც უნდა იდგნენ. ამ სამოქალაქო გმირების მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების დამოკიდებულება  უნდა იყოს უაღრესად პოზიტიური და ადეკვატურ პატივისცემაზე და ღირსეულ დაფასებაზე დამოკიდებული," - განაცხადა ლაშა კილაძემ.

დღის ამბები