კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი, რომლის შესახებ ინფორმაცია დღეს საღამოს გავრცელდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. "კოვიდ-19-ით" გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია.
როგორც "რუთავი 2-ს" კლინიკის დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, COVID-19-ით დღეს გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში წევს.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლე უმძიმესი პაციენტია და მას ქრონიკული დაავადებებიც აქვს.