01 მაისი 2024,   01:50
ვრცლად
დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება

დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, 100 000-ზე ნაკლები იქნება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მოსახლეობა გაცილებით მაღალ ციფრებს ელოდა. შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან 65 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულთა რიცხვი მილიონ 131 ათას გასცდა.

"ადამიანები ფიქრობდნენ, რომ შესაძლო იყო, გარდაცვლილთა რიცხვი მილიონ ნახევარზე მეტი ყოფილიყო. ახლა ვიმედოვნებთ, რომ დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლები იქნება, თუმცა ესეც საშინელი რიცხვია. აუცილებელია მონაცემები შემცირდეს. ფატალურ შემთხვევებზე საუბარი ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული თემაა," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები