02 მაისი 2024,   23:18
ვრცლად
რუსეთში კორონავირუსის პანდემია პუტინის რეიტინგზე უარყოფითად აისახა

"ინფიცირების რიცხვი რუსეთში რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება, ეს კი ვლადიმერ პუტინისთვის სახიფათო მომენტია" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას CNN აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთში შემთხვევების კატასტროფულ მატებასთან ერთად რთული ეკონომიკური მდგომარეობაც შეინიშნება.

რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსგავსი კრიზისი უახლოეს ისტორიაში არ ახსოვს. კორონავირუსის პანდემიამ კი, ვლადიმერ პუტინის რეიტინგზეც იმოქმედა. პუტინის რეიტინგი 63%-ია, მსგავსი რეიტინგი პუტინს ბოლოს 2013 წელს ჰქონდა.

რაც შეეხება პანდემიას. რუსეთში გარდაცვლილების რაოდენობა 1,300 პირს აჭარბებს, გარდაცვლილებს შორის სამი სასულიერო პირია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 145 ათასს გასცდა.

სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორის ალექსანდრე ბეგლოვის თქმით, ახლა მხოლოდ ფული არ არის მთავარი, რადგან საჭირო ინვენტარი დეფიციტშია და შესაძლოა შესყიდვაც ვერ მოხერხდეს.

"ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გაქვს ფული მაგრამ ვერაფერს ყიდულობ. ამჟამად ჩვენ საჭირო ეკიპირება საჩუქრად მივიღეთ ჩვენი მედპერსონალისთვის,"- განაცხადა ალექსანდრე ბეგლოვმა.

დღის ამბები