05 სექტემბერი 2026,   07:14
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი "ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის" ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება. მემორანდუმის ფარგლებში სწავლის რეჟიმს ახალი მიმართულებები დაემატება და სტუდენტებს საზღვარგარეთ განათლების მიღება შეეძლებათ.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამოცანაა ამ თანამშრომლობას შევმატოთ ახალი განზომილება. აქ პირველ რიგში იგულისხმება ქუთაისის ანდრონული თერაპიის ცენტრისა და გერმანიის წამყვანი ცენტრების თანამშრომლობა. ჩვენ შევიტანთ ახალ მიმართულებას ეს არის   სუპერკომპიუტინგი, მონაცემთა ანალიზი და მანქანური სწავლება და რაც მთავარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული ბაკალავრიატის სტუდენტებს მე-3 და მე-4 კურსზე სტუდენტური პროექტების გაკეთების საშუალება ექნებათ გერმანიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში," - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.

განათლების მინისტრის  მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა პირველ ნაკადს წელს მიიღებს  და  აქტიური აკადემიური ცხოვრება დაიწყება:

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წელს მიიღებს სტუდენტთა პირველ ნაკადს და დაიწყება აქტიური აკადემიური ცხოვრება და ამ პროცესში მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად ჩაერთვებიან  იულიხის სამეცნიერო  კვლევით ცენტრის პროფესორები. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ ქუთაისის საერთშორისო უნივერსიტეტის ფარგლებში იფუნქციონირებს ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც სიმსივნის მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა სამეცნიერო კვლევით პროცესს მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები