როგორ გავრცელდა ჩაკეტილ ბოლნისში ინფექცია - ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუკლაივის დროს ისაუბრეს. ხათუნა ზახაშვილის თქმით, მხოლოდ ადმინისტრაციული ღონისძიებები შედეგს ვერ მოიტანს თუ ადამიანებმა არ შეასრულეს დადგენილი წესები და რეკომენდაციები.
"სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ეტყობა, ბოლნისში და განსაკუთრებით, ზოგიერთ სოფელში აღსრულება რეკომენდაციების და თხოვნის "დარჩით სახლში" არ მოხდა, შედეგიც მივიღეთ, ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულში გვაქვს შედარებით დიდი რაოდენობა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამჯერად მოსახლეობა სერიოზულად ეკიდება სიტუაციას და აღიქვამენ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს,"- განაცხადა ზახაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი შეძლებენ ქვემო ქართლში ინფექციის გავრცელების შეკავებას.