11 სექტემბერი 2026,   04:22
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება

ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება. დაკავებულია ოთხი პირი. ბრალდება ორ მათგანს მკვლელობის მცდელობას, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. კიდევ ერთი პირი, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ამ დრომდე არ დაუკავებიათ. გამსახურდიას ოჯახი მათი მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს. შეგახსენებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.

"მიმაჩნია, რომ არსებობს პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ პირთა ბრალეულობას და გამოვყოფდი განსაკუთრებით იმ 2 ადამიანს, სოლოღაშვილს და ღარიბაშვილს, რომლებიც მონაწილეობდნენ უშუალოდ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. სასამართლო უნდა გამოიტანოს მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე," - აცხადებს ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

დღის ამბები