02 მაისი 2024,   13:27
ვრცლად
კარანტინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები უკანონოდ გამოაცხადა. საქმე ეხება 300,000-ზე მეტ ჯარიმას, რომელიც პოლიციამ დამრღვევ მოქალაქეებს გამოუწერა. ჯარიმების საერთო მოცულობა 120 მილიონ ევროს აღწევს.

ამასთან, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა პრეზიდენტის განკარგულება საგანგებო მდგომარების გამოცხადების შესახებ.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ლუდოვიკ ორბანის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია. მისივე თქმით, ამიერიდან პოლიცია კარანტინის რეჟიმის დამრღვევების დაჯარიმებას, სავარაუდოდ ვეღარ შეძლებს.

 

დღის ამბები