18 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
სტიქია ხარაგაულში - გზების დეპარტამენტის განცხადებით რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას პრობლემები არ შეექმნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხარაგაულში მდინარე ძირულას ადიდების შედეგად გამოწვეული სტიქიით რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას პრობლემები არ შეექმნება. როგორც ალექს პრედეინმა განმარტა, არსებულმა მილებმა  მოვარდნილი წყალი ვერ გაატარეს, პრობლემა, სავარაუდოდ, მათი ზომების სიმცირემ გამოიწვია, რისთვისაც ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიას რეკომენდაცია მიეცემა ბეტონის მილების დამატების შესახებ. 

"ზარალი დიდი არ არის. ორი ერთეული ტექნიკა არის წყალში ჩარჩენილი და დაზინებულია ხიდები, რომლებიც კომპანიას შიდა მოხმარებისთვის ესაჭიროებოდა, მათივე ბიუჯეტით იყო აშენებული. როგორც ჩანს, კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ გათვალეს მდინარის ადიდების მასშტაბები და შესაძლოა, ცოტა მცირე ზომისაა ბეტონის მილები, რომელზეც ხიდებია განთავსებული. ამიტომ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მილები დაამატონ. მშენებლობას პრობლემები არ შეექმნება, შესაბამისად, კომპანიის მიმართ რამე სახის ჯარიმაზე საუბარი არ არის,"- განაცხადა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ალექს პრედეინმა

უხვმა ნალექმა ხუნევის, ვეტყვიჭალისა და უბისა-შორაპნის გზის სოფელ მაქათუბნის მონაკვეთების მიმდებარე ტერიტორიები დააზიანა, სადაც სამშენებლო სამუშაოებს "ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანია" აწარმოებს.

დღის ამბები