ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში COVID ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ე.წ. ჯანდაცვის კომიტეტში ამბობენ, რომ ინფიცირებულთა შორის რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.
დე ფაქტო ხელისუფლებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინცირებულთა შორის არიან დედა და შვილი ახალგორიდან, თუმცა, "ეხო-კავკაზა", სამოქალაქო აქტივისტ, თამარ მეარაყიშილზე დაყრდნობით წერს, რომ ახალგორელ ქალს კოვიდ-ინფექცია, განმეორებითი ტესტით, არ დაუდგინდა. 6 წლის ბავშვის ანალიზის პასუხს რუსეთიდან, მოგვიანებით მიიღებენ.
ოკუპირებულ რეგიონში, ჯანდაცვის სფერო კრიზისს განიცდის - ამის შესახებ "კურიერს" წეროვანის დასახლების მცხოვრებლები უყვებიან.