საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ 61-მა ადამიანმა დაარღვია. მათგან ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 57 ფაქტია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირიც.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.