18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
უკვე მე-11 დღეა აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ გამოვლენილა - "მედალფაში" კორონავირუსით დაავადებული 15 პაციენტი რჩება

ბათუმის კლინიკა "მედალფას" დირექტორის ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი რჩება. აქედან ერთის, 81 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ინგა ხოზრევანიძის თქმით, სულ საავადმყოფოში 15 პირი მკურნალობს. ექიმები 7 პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

აჭარაში უკვე მე-11 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

  

დღის ამბები