ხელისუფლებამ მისი დანაპირები არ შეასრულა- ასე ეხმაურება ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერციიდან ორი წლის თავს EMC.
საპოლიციო ოპერაცია 2018 წლის 12 მაისს ჩატარდა, რასაც პროტესტის ტალღა და საბოლოოდ, სახელმწიფოს მხრიდან ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე მუშაობის საჯარო დაპირება მოჰყვა.
EMC-ში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა და ამ დრომდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.