18 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
რუსთავი და გარდაბანი დღეიდან გაიხსნა

დღეიდან რუსთავი და გარდაბანი გაიხსნა. ქალაქების მიმართულებით გადაადგილება უკვე ორი საათია შეუფერხებლად არის შესაძლებელი. რუსთავში შესასვლელ გზაზე ღამით ჯებირები აიღეს.

"აქტიურად ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსის დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ და გვაქვს გარკვეული შედეგებიც, სტაბილური დინამიკა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქალაქი რუსთავი გაიხსნას და მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცეს.

გარანტირებულად გვაქვს შესაძლებლობა, ქალაქს სრულყოფილი ფუნქციონირების შესაძლებლობა მიეცეს", - აღნიშნა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ქალაქი მაქსიმალურად ეცდება, სტაბილურობა შეინარჩუნოს და გაცემული რეკომენდაციების შესრულება გაგრძელდება.

18 მაისს შეზღუდვები მოიხსნება მარნეულშიც. ყველაზე გვიან მკაცრი კარანტინის გაუქმება იგეგმება თეთრიწყაროში. ქალაქების გახსნა ანტიკრიზისული 6 ეტაპიანი გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებაც ამ ეტაპზე დაგეგმილზე უფრო სწრაფად ხორციელდება.

 

ავტორი: მარსო მუსელიანი

დღის ამბები