ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება გადაიდო. 10 ბრალდებულიდან ბრალს მხოლოდ 9 აღიარებს, ხოლო ის პირი, ვინც დანაშაულის გაუცხადებლობაშია ბრალდებული, საპროცესო შეთანხმებას ხელს არ აწერს. სასამართლომ მას საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო 18 მაისამდე მისცა.
"დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს ასეთი შუამდგომლობა არ წარმოუდგენია, თუმცა არსებობს ასეთი სახის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმებისა. იმის გათვალისწინებით არ იქნა წარმოდგენილი, რომ 10 ბრალდებულიდან 9 აღიარებს და ხელს აწერს საპროცესოს, ხოლო 1 ბრალდებული, რომელსაც მე ვიცავ და ბრალი ედება დანაშაულის გაუცხადებლობაში, ბრალს არ აღიარებს. აქედან გამომდინარე,
დოკუმენტზე არის ხელი მოწერილი იმათ მხრიდან, ვინც აღიარებს, თუმცა, ჯერ სასამართლოში შეტანილი არ არის. პროცესი გადაიდო 18 მაისამდე, ამ დროისათვის, უკვე ყველა პოზიცია იქნება გარკვეული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს არ ცნობს დამნაშავედ. პროცესი იმიტომ გადაიდო, რომ თეორიულად, შეიძლება ყველაფერი მოხდეს და შეიცვალოს პოზიცია, შეიძლება არ შეიცვალოს, ვერ გეტყვით,"- განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სულ 22 პირია ბრალდებული, მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და მასწავლებლები, აქედან ყველას 17-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. მათ შორის, ვინც საპროცესო შეთანხმებას აწერს ხელს, იქნება ამერიკის მოქალაქეც, რომელიც სქემის ორგანიზატორად ითვლება. მას საგამოძიებო უწყება 10 წლიან პატიმრობას და 20 ათას ლარიან ჯარიმას სთავაზობს.