ბათუმში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს დილით გარდაიცვალა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ერთდროულად 3 ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანებები ორმა პირმა მიიღო, მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით დაიღუპა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.