"ნაციონალური მოძრაობისა" და "ერთიანი საქართველოს" დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოს ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს სხდომას დღეს არ დაესწრო. ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან, ვიდრე ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს.
ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს სხდომებს უკვე რამდენიმე თვეა არ ესწრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტი გაუგებარია და ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობენ.