03 მაისი 2024,   12:10
ვრცლად
პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენი საქმე კარგად არ მიდის, ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოვიდგენდით - სომხეთის პრემიერი

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების კუთხით ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო მძიმდება. "პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენი საქმე კარგად არ მიდის და ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოვიდგენდით," - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამთავრობო სხდომის დროს განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ყველაზე მკაცრი ზომები, რომ ეს პანდემია კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ და თავიდან ავიცილოთ ექსტრემალური შეზღუდვების შემოღება. ის, რაც ახლა გვჭირდება არის, რომ დავიცვათ კარანტინის ზომები, კარანტინის გამოცხადების გარეშე,"-განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 5600-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 70 ადამიანი.

დღის ამბები