08 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
სენატორი ერნსტი აშშ-ის მიერ გაწეული უცხოური დახმარების გამჭვირვალობის მოწოდებით გამოდის

აშშ-ის სენატორი, ჯონი ერნსტი შტატების მიერ უცხოური დახმარების გამჭვირვალობის მოწოდებით გამოდის და USAID-ის გენერალურ ინსპექტორს მოუწოდებს, რომ შეამოწმოს, თუ როგორ იხარჯება ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული უკრაინაში მცირე ბიზნესის დასახმარებლად - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Examiner ავრცელებს.

სენატორმა წერილში აღნიშნა, რომ USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა უარი განაცხადა მკაფიო პასუხის გაცემაზე მის მოთხოვნაზე, რომ მიეწოდებინა მეტი ინფორმაცია მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების შესახებ უკრაინაში.

ჯონი ერნსტის თქმით ეს მათი, USAID-ის, როგორც მეთვალყურის სამუშაოა, რომელსაც ევალება უზრუნველყოს, რომ სააგენტომ გადასახადის გადამხდელთა ფული გონივრულად დახარჯოს. მისი თქმით, ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას.

აიოვას სენატორი სთხოვს გენერალურ ინსპექტორს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი უკრაინული მცირე ბიზნესი იღებს ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა სახსრებს USAID-ის მეშვეობით, დანახარჯების შესახებ ინფორმაცია და ეცნობება თუ არა მათ ფედერალურ მონაცემთა ბაზებს.

USAID-ის გენერალურმა ინსპექტორის ოფისმა დაადასტურა, რომ მათ მიიღეს ერნსტის წერილი და განიხილავენ მის მოთხოვნას.

 

 

დღის ამბები