08 სექტემბერი 2026,   18:40
ვრცლად
ბათუმში დაკავებული სამართალდამცველი - ჯერჯერობით უცნობია რის სანაცვლოდ სძალავდა მოქალაქეს თანხას ინსპექტორ-გამომძიებელი

დაკავებული სამართალდამცველი - მახინჯაურის განყოფილების თანამშრომელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი თანხის გამოძალვაშია ბრალდებული. ის უშუალოდ გამოძალვის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის არ ასაჯაროებს.

ჯერჯერობით უცნობია მოტივი, რის სანაცვლოდ ცდილობდა პოლიციელი მოქალაქისთვის თანხის გამოძალვას, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ეს მის პირად ინტერესებს ემსახურებოდა.

გამოძალვის ბრალდებით დაკავებული პოლიციელი ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის განყოფილებაში მუშაობდა.

"კურიერი" დილიდან ცდილობს მომხდარის დეტალების გარკვევას, თუმცა პოლიციის განყოფილებაში ყოფილ კოლეგაზე საუბარი არ ისურვეს.

"არაფერი არ ვიცით, პრესცენტს მიმართეთ. აქ შემოსვლა არ შეიძლება. ვერაფერს ვერ გეტყვით და ვერც ვერაფერს დაგიზუსტებთ," - განუცხადეს "კურიერს" მახინჯაურის განყოფილებაში.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ დანაშაული მახინჯაურში არ მომხდარა, პოლიციელი თანხის გამოძალვას ბათუმის სხვა უბანში ცდილობდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს

დღის ამბები