დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას პროგნოზირებს.
ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს ისევ გაიზარდა. კოვიდ-19 ბოლო 24 საათში 26 ადამიანს დაუდასტურდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია 16 აპრილის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს და ეპიდვითარება ქვეყანაში კონტროლდება.
"ასამდე კონტაქტი შევისწავლეთ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით. დღეს 30-მდე ადამიანია გადაყვანილია კარანტინში. დღვანდელი და გუშინდელი მატება არ არის შეზღუდვების მოხსნის შედეგი. შემსუბუქებული რეგულაციების შემდგომ არსებობს შემთხვევების მატების შესაძლებლობა, თუმცა სიტუაცია კონტროლდება. კორონავირუსთან ერთად ცხოვრება რომ უნდა ვისწავლოთ, ეს ლოზუნგი დიდხანს დარჩება. მუდმივად ვერ ჩავკეტავთ ეკონომიკას, ამიტომ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გახდა 783, გამოჯანმრთელებულია 605 პირი.
დაღუპულია 12, კარანტინშია 2 494 ადამიანი. სტაციონარში რჩება 321 პაციენტი. 26 ახალი შემთხვევიდან 4 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.