19 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში ბოლო 24-საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა facebook ლაივის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან.

"ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს, ქვეყანაში დაახლოებით 20 000 ინფიცირებული ადამიანია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან. სწორედ ისინი არიან ინფექციის ძირითადი გამავრცელებლები," - განაცხადა ფაშინიანმა

მსოფლიოში კორონავირუსი უკვე 6 ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ფატალური შემთხვევების რაოდენობა კი 388,000-ს აღწევს. ინფიცირების შემთხვევების მიხედვით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსი მილიონ 852 ათას პაციენტს დაუდგინდა, მათ შორის 107 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

კორონავირუსი ჰქონდა ჯორჯ ფლოიდსაც, რომელიც შეერთებულ შტატებში პოლიციის ძალის გადამეტებას ემსხვერპლა, აღნიშნულის გამო ქვეყნის თითქმის ყველა შტატში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც COVID-19-ის 585,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 33,000-ს აღწევს. მექსიკა კი მე-14 ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 100,000-ს აჭარბებს. ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 1,092 ადამიანი. ერთთვიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს მექსიკელი კონგრესმენი. ანელ ბუენო მას შემდეგ გაიტაცეს, რაც კორონავირუსის პანდემიაზე საუბარი სახალხოდ დაიწყო.

ევროპის მასშტაბით ინფიცირებულების რაოდენობით ლიდერობს დიდი ბრიტანეთი, სადაც COVID-19-ის 282,000 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი 40,000-ს უახლოვდება.

დღის ამბები